CNN-ის კვლევის თანახმად, ტრამპი ჰარისს არჩევნებს უგებს

CNN-ის კვლევის თანახმად, ტრამპი ჰარისს არჩევნებს უგებს

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ამერიკის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს არჩევნებს უგებს.

CNN-ის კვლევით, გამოკითხული ამერიკელი ამომრჩევლების 49% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, კამალა ჰარისს კი 46%. კვლევა 22-23 ივლისს ჩატარდა. მასში 1 631 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 3% შეადგენს.

გამოკითხვამ აგრეთვე აჩვენა, რომ ამომრჩევლები მხარს უჭერენ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო ბრძოლის შეწყვეტისა და პრეზიდენტად შესახებ. „დემოკრატიული“ პარტიის ამომრჩევლები ენთუზიაზმით ეკიდებიან ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების იდეას და მზად არიან მის გარშემო გაერთიანდნენ.