რატომ არის მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი სურსათი საქართველოში?

რატომ არის მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი სურსათი საქართველოში?

რეგიონში ყველაზე ძვირი სურსათი საქართველოშია. პრობლემები მომდინარეობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშიროსო ფაქტორებიდან. ეკონომისტები წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო არასასურველ ცვლილებას ელოდებიან.

„ნამბეომ“ სურსათის ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 146 ქვეყანას შორის, სურსათის ფასების ინდექსში საქართველო 90- ადგილზეა 35.7 ქულით და ამ მაჩვენებლით, რეგიონში ყველაზე ძვირი სურსათი სწორედ საქართველოშია.

მაგალითისთვის, სომხეთი 97- პოზიციაზეა 34.1 ქულით; აზერბაიჯანი - 119-ზე 28.4 ქულით; თურქეთი - 114 -ზე 30.3 ქულით; რუსეთი - 130-ზე 25.9 ქულით; უკრაინა - 127-ზე 26.6 ქულით.

აღსანიშნავია, რომ ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ყირგიზეთი და უკრაინა იმ ქვეყნების ოცეულში მოხვდა, სადაც სასურსათო პროდუქტები ყველაზე იაფია.

მსოფლიოში ყველაზე იაფი სასურსათო პროდუქტები: პაკისტანში, ავღანეთსა და ნიგერიაშია. ათეულშია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ლიბია, ირანი, ინდოეთი, სირია, მადაგასკარი, კენია, ბელარუსი.

სურსათზე ფასები თანდათან მაღლა მიცოცავს და ამის მიზეზი ქვეყანაში მზარდი ინფლაციაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. წლის მეორე ნახევარში ვითარება ყველასათვის თვალში საცემი და აშკარა გახდება.

ანალიტიკოსები ინფლაციის მზარდი ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ, რაც, დიდი ალბათობით, შემოდგომიდან დაიწყება. სწორედ მოსალოდნელ შედეგზე ისაუბრა გალტ ენდ თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ წლის მიწურულისთვის ინფლაციას 4%-ის ფარგლებში ელოდება,

ინფლაცია ჯერ კვლავ მიზნობრივზე დაბლა ნარჩუნდება, მაგრამ უკვე არის ეტაპობრივი ზრდა. ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში ფასების ზრდის ტემპი გაგრძელდება. ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე იმ საქონლის გაძვირება, როგორიც არის სურსათი და ნავთობი, რასაც გავლენა აქვს საქართველოში ფასების დონეზე. აგრეთვე, გარკვეულწილად, ლარის კურსის მერყეობასაც აქვს გავლენა.

ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში, ინფლაციური წნეხი მოიმატებს და წლის ბოლოსთვის 4%-ის ფარგლებში ველოდებით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება აღარ ექნება, რომელიც ამ ეტაპზე 8%-ია. ჩვენი მოლოდინით, რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე ამ ნიშნულზე დარჩება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პროდუქციის გაძვირებას დასახელებული ფაქტორების გარდა, გლობალური ლოგისტიკური პრობლემების ჯაჭვიც განაპირობებს. საუბარია გადაზიდვის ტარიფის ზრდაზე, რაც მალე საქონლის ფასებზეც შეიძლება აისახოს. ბიზნესკომპანიებში აცხადებენ, რომ პროდუქცია ჯერჯერობით არ გაუძვირებით, თუმცა თუკი ტრანსპორტირების გაზრდილი ტარიფები შენარჩუნდება, გარკვეული ზომების მიღება მოუწევთ.

რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფების უშუალო გავლენას სამომხმარებლო ფასებზე, კომპანია მეგასპორტის დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განაცხადა, რომ ევროპის მიმართულებაზე ცვლილება ნაკლებად აისახება, თუმცა თუკი ტენდენცია გაგრძელდება, იგი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ გადაზიდვის კუთხით პრობლემა მოგვარებული იყო, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. მართალია, აზიის ქვეყნებიდან მომსახურების ფასი მატულობს, მაგრამ ეს ცვლილება ევროპიდან კონტეინერების ღირებულებაზე ნაკლებად ვრცელდება. ჯერჯერობით კატასტროფული მდგომარეობა არ არის, თუმცა თუ ტარიფები მოიმატებს და ტენდენცია შენარჩუნდება, საქონლის ღირებულებაზეც აისახება. როგორც წესი, ტრანსპორტირებისა და დღგ- მიხედვით კორექტირდება ფასი და ამის შესაბამისად იზრდება, - განაცხადა დავით ჩხეიძემ.

ლაზი იმიტომ რომ, ყველაზე ადრე და სრულად შევატენეთ ჩვენი ბაზარი უცხოურ წარმოებას.
რეგიონში პირველი ინდუსტრიული ქვეყანა ვიყავით და ყველა დარგის საწარმო-დანადგარები ირანსა და თურქეთში გავზიდეთ ჯართის ფასად.
ქვეყანაში ტომატი არ იწარმოება, როცა ყველა რაიონში საკონსერვო ქარხნები მუშაობდა. ნასკი არ იქსოვება, როცა სოფლებშიც კი მსუბუქი მრეწველობის საამქროები ფუნქციონირებდა. ელ. ძრავი არ კეთდება, როცა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, საბჭოთა კავშირის ელმავლების ერთ მესამედს აწარმოებდა. ჩაი ინგლისიდან შემოგვაქვს, როცა ამხელა ქვეყნის მოთხოვნილების 80%-ს ვაწარმოებდით.
მწარმოებლის ფუნქცია ფოჩიან კანფეტებზე გავცვალეთ და ქარხნებში ღისეული შრომიდან მსოფლიოს მომვლელ ერად ვიქეცით.
კიდევ ჩვენ გვამადლიან 6 მილიარდი დაგახარჯეთო, რომლითაც სინადვილეში მილიონერი ენჯეოშნიკები შექმნეს თავის დასაყრდენად ამ ქვეყანაში.
ვინ წარმოიდგენდა, სამ მილიონიან ქვეყანაში არც ერთი მსხვილი საწარმო აღარ მუსაობს, სამაგიეროდ 20 000 ენჯეო დაუარსებიათ. თითოში 5 წევრი რომ ვიაგარიშოთ, ნებისმიერი რამის გასაპროტესტებლად 100 000-ს ერთი ფეისბუკ პოსტით მოუყრიან თავს, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას შეუქმნის საფრთხეს.
მატერიალური წარმოებიდან სამუშაო ძალამ, თანაც საკმაოდ მსუყე გრანტებით, არაფრის შემქმნელ, ენჯეოებში გადაინაცვლა. თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო და დანარჩენი ბიუროკრატიულ სტრუქტურებში მოკალათდა, სადაც პროგრესულად იზრდიან ხელფასებს. ამ არაფრის შემქმნელ ფულიანთა შემხედვარე მუშაობა აღარავის უნდა, ბებიებს და დედებს მომვლელებად აგზავნიან საზღვარგარეთ, თითონ კი მათი გამოგზავნილი ფულით, მაყუჩგამოშიგნული ბმვ-ებით დაღმუილებენ.
ჭამა კი ყველას უნდა. ამიტომაც არის ყველაფერი ძვირი.
1 თვის უკან