შეიტანს თუ არა სარჩელს ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში თავად კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ შესაჩერებლად? როგორც მედიასთან მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ზურაბიშვილთან ამაზე კონსულტაციები მიდის. 11 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში სარჩელის თემაზე შეხვედრა შედგა. კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, თუმცა რადგან პრეზიდენტთანაა კონსულტაციები, შესაძლოა, სარჩელი პრეზიდენტის სახელით შევიდეს.
For.ge-ს წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შევა. როგორც ეკა ბესელია ამბობს „გამჭვირავლობის კანონის“ აღსრულება, მინიმუმ, სასამართლოს დასრულებამდე უნდა შეჩერდეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, როგორც ბესელია ამბობს, კონსტიტუციაში არსებული სპეციალური ჩანაწერის, 78-ე მუხლის გასაჩივრება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ამიტომაც ახლა გადაწყვეტილება მასზეა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემაც. მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სარჩელის შეტანას.
ანალიტკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რადიკალები, რომლებიც საკუთარ თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს უწოდებენ, ნებისმიერი ხერხით ცდილობენ საქრათველოში სიტუაცია არიონ. აბაშიძე აბობს, რომ ასეთი დაკვეთა „გლობალური ომის“ პარტიისგან არსებობს, რომელიც რომელიმე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს კი არ წარმოადგენს, არამედ იმ ფარისეველთა ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ქვეყანაში შემქნილი ქაოსის პირობებში ფინანსურად ხეირობენ.
„ზუსტად ამ დაკვეთის მიხედვით, მათ სურთ, რომ საქართველოში არეულობა იყოს და ნაცოპოზიციის სახით, ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს. ამაში აქტიურად კოლექტიურ გიგაურებს, ლომჯარიებს, პატარაიებს და სხვებს იყენებენ. ასევე, არც ის არის გასაკვირი, რომ უტიფარი პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დამნაშავედ და ქვეყნის კონსტიტუციის შეურაცხმყოფელად აღიარა, უტიფრად აგრძელებს ქვეყნის დამაზიანებელ განცახდებებს და ქმედებებს.
ყველაზე ტრაგიკული ამ შავბნელ მოზაიკაში ის არის, რომ ვითომ დასანქცირების რეჟიმში ქართველ ჯარისკაცებს ეხებიან. იქნება ეს პენტაგონიდან წვრთნების გადადება თუ ევროკავშირიდან 30 მილიონი ფულის გაყინვა. ხოლო ამ ყველაფერზე ქვეყნის მთავარ სარდალ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არანირი პრობლემა არ აქვს. არაფერი უთქვამს ამ დიდ უსამართლობაზე, სამაგიეროდ გიგაურების და მისი მსგავსი ენჯეოების სურვილების შესმრულებლად იქცა. ეს ფული კი ძალიან მავნებელ ნაცენჯეო სექტორში გადაისროლეს. ასეთ ვითარებაში აქ არ არის საჭირო პოლიტიკური ანალიზი, რადგან ხელისგულზე ჩანს ყველაფერი, რომ ზურაბიშვილი ამ ენჯეოსექტორთან ერთად კონკრეტული დავალებების შემსრულებელია“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ე.წ მთავრობანას თამაში და რაღაცა თეატრების დადგმა, რადიკალების მხრიდან, ძალიან სასაცილოა და ზურაბიშვილი, ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების დაკვეთით, რას მოიმოქმედებს არაფერს ნიშნავს.
„ე.წ. მბრალდებელი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კანონიერად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავად არის ბრალდებული, ვერასდროს ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების თვალში წონადი ვერ იქნება. ის ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ უსამშობლოთა მოძრაობის ლიდერი გახდეს. დავაკვირდეთ ზურაბიშვილი რას აპირებს - გარე აქტორები ცდილობენ, როგორმე, ის წარმოაჩინონ ლიდერად, რომელიც ვითომ პროდასავლურ პარტიებს ხელმძღვანელობს.
პარტიებზე, როცა ვლაპარაკობთ, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, ურეიტნიგო, ლუზერი, პოლიტიკური სუბიექტები. ფაქტია, რომ ზურაბიშვილს გახარია - „ლელოს“ გაერთიანების ლიდერად უპირებენ დასახელებას. ახლა მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ლიდერი, ხაზარაძე და გახარია ერთმანეთს პოლიტიკურად შეაჯვარონ და ლიდერად ზურაბიშვილი დაუყენონ. ეს არის წყლის ნაყვა და ქართული საზოგადოება დაინახავს, რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთ მარცხს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს სარჩელიც, რომლის შეტანას მესამე სექტორი ზურაბიშვილის მეთაურობით აპირებს, იმ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელშიც პრეზიდენტი უკვე ღიად არის ჩართული. საყვარელიძე for.ge-სთნა მიიჩნევს, რომ თავად ამ მესამე სექტორს დავალებული აქვს, რომ ზურაბიშვილი რაც შეიძლება მეტჯერ და ხშირად იყოს ყველა იმ მოქმედებებთან დაკავშირებული, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება და რაც დასავლეთთან იქნება დაკავშირებული.
„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის ჩართვა ამ სარჩელის შეტანაში და მისი სახელის დაკავშირება ყველა იმ აქტივობასთან, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცოხვრებაში ხდება, წინასაარჩევნო მარათონია. ზურაბიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ოპოზიციის ლიდერობის ხელში აღებას. მისი მოქმედებები, განცახდებები ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ევროპიდან განცხადებებს, რომ თუ „გამჭვირვალობის კანონს“ არ გააუქმებთ, თქვენ ევროპელები ვერ გახდებით, მაშ, სხვა ქვეყნები როგორ არიან ევროპელები, რომელთაც იგივე კანონი აქვთ? ანუ მათთვის ხომ არავის არ მიუთითებია, რატომ ვერ გახდებიან ევროპელები. კანონი მხოლოდ საბაბია, რადგან აქ სხვა კონკრეტული გეოპოლიტიკური პრობლემები ჩნდება წინ. ამერიკის ახალმა ელჩმა საქართველოში პირდაპირ თქვა, რომ ჩინეთთან საქართველოს პარტნიორობა მიუღებელია. ეს არის მთავარი პრობლემა და მიზეზი, რის გამოც ჩვენი ხელისუფლება სრულ ზეწოლაში მოექცა. პრობლემაა მათთვის ის პოლიტიკური ნაბიჯები და თვითნებობა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მართვის მხრივ იჩენს. ამაში კი ზურაბიშვილი მშვენივრად ჩაერთო, მისი სტატუსით ძალიან კარგად ერგება და მიდის ქვეყნის ჯანჯღარი. ეს სარჩელი არის სწორედ ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაწილი და, რა თქმა უნდა, აქ პრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია“, - ამბობს საყვარელიძე.