იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "კონტე კვარაცხელიას შეუცვლელ ფეხბურთელად მიიჩნევს"

იტალიელმა ჟურნალისტმა ენცო ბუკიონიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ იმ შემთხვევაში უნდა დარჩეს, თუ გუნდში ისევ ბედნიერი იქნება. როგორც მან აღნიშნა, არ იცის, ანტონიო კონტე თუ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კვარამ „ნაპოლიში“ თამაშის ენთუზიაზმი შეინარჩუნოს, როცა პსჟ-სგან შემოთავაზება აქვს.

“კონტე სანამ „ნაპოლიში“ მივიდოდა, დე ლაურენტესს უსაუბრა კვარაცხელიაზე და უთხრა, რომ მას შეუცვლელ ფეხბურთელად მიიჩნევდა. ქართველს გააქვს გოლები, აკეთებს პასებს, ქმნის რიცხობრივ უპირატესობას და კიდევ შეუძლია გაუმჯობესება.

კვარაცხელიას პრობლემა ტაქტიკური კი არა, მორალური ხასიათისაა. თუ მოთამაშე დარჩება, მან ეს უნდა გააკეთოს საკუთარი სურვილით და კონტე არის შესაბამისი ადამიანი, რომელიც მას დაეხმარება ენთუზიაზმის დაბრუნებაში. თუმცა, არ ვიცი, მხოლოდ კონტე თუ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კვარაცხელიამ ღიმილი შეინარჩუნოს, როდესაც მას პსჟ-დან აქვს შემოთავაზება“, - თქვა ბუკიონიმ.