იტალიელი მწვრთნელი:

იტალიელი მწვრთნელი: "კვარაცხელიას ცენტრში თამაში შეუძლია, მაგრამ მე პოზიციას არ შევუცვლიდი"

ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ფრანჩესკო ბაიანომ განაცხადა, რომ ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია არ უნდა შეუცვალოს.

ბაიანოს აზრით, კვარას ცენტრშიც შეუძლია თამაში, მაგრამ უკეთესია, თუ ისევ ფლანგზე ითამაშებს.

„კვარაცხელიას შეუძლია, როგორც ფლანგზე თამაში, სადაც უკეთესია, ასევე ცენტრშიც. „ნაპოლიში“ მეორე სეზონში უფრო ჰქონდა სირთულეები, რადგან ხშირად სამი მეტოქე ეთამაშებოდა. თუ ის ცენტრში ითამაშებს, უფრო ცოტა სივრცე ექნება და არსებობს რისკი, რომ ხშირად მოედანზე გაიჭედოს. გულწრფელად, მე მას არ შევუცვლიდი პოზიციას, მაგრამ ვათამაშებდი მისთვის კომფორტულ ზონაში, ფლანგზე“, - თქვა ბაიანომ.