„ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუკი შეიქმნება ერთპოლუსიანი ჯგუფი - გახარია და „ლელო“და მათ დაემატებათ ელისაშვილი და დოლიძე“

„ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუკი შეიქმნება ერთპოლუსიანი ჯგუფი - გახარია და „ლელო“და მათ დაემატებათ ელისაშვილი და დოლიძე“

ოპოზიციურ ფლანზე კიდევ ერთი, ახალი გაერთიანება ვიხილეთ და შეიძლება ითქვას, რომ ახალ-ახალი კონფიგურაციების შექმნა საარჩევნოდ ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ეს ოპოზიციური პარტიების ერთგვარი ტაქტიკაა, რომ ერთი მხრივ საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, მეორე მხრივ კი, ქართულ ოცნებას ხმები წაართვან. ამის ფონზე, ექსპერტთა და პოლიტიკოსთან ნაწილი პროგნოზირებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი უკვე ზღვარზეა - ქართულმა ოცნებამ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობა ვეღარ მოიპოვოს, შედეგად კი, კოალიციური მთავრობა მივიღოთ.

როგორც ცნობილია, ელენე ხოშტარიასდროა და ზურაბ ჯაფარიძისგირჩი - მეტი თავისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ მელია-გვარამიასახალს შეუერთდნენ. ნიკა გვარამიას თქმით, „მცირე განსხვავებების გამო, „ლელოსთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცაამით პროცესი არ იკეტება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, 8 ივლისსერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამდასტრატეგია აღმაშენებელმაახალი პოლიტიკური პლატფორმაერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვისწარადგინეს, რაც თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების აზრით, არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსებს ზრდის.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სტრატეგია, რაც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას გულისხმობს, დადებითად იმოქმედებს თავად ოპოზიციაზე და ქართული ოცნებისთვის საკანონმდებლო ორგანოში, 76 მანდატის მოპოვების შესაძლებლობას შეამცირებს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ თუკი ლელო და გახარია - საქართველოსთვის გაერთიანდება, ამ ახალ ჯგუფს, ოპოზიციურ ფლანზე, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ეყოლება.

ნაციონალური მოძრაობის ფრთაზე ახლა არის ორ პოლუსი: ერთი თავად ნაციონალური მოძრაობა და მეორე არის ახალი. ვისურვებდი, რომ ამ ორი პოლუსიდან რომელიმესთან თავისი ადგილი მოძებნოს ევროპულმა საქართველომ - მას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ მგონია, რომ 5%-იანი ბაიერის დაძლევა შეძლოს. ეს საბოლოოდ იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური ელექტორატი არა მხოლოდ მივა არჩევნებზე, არამედ სრულად გადანაწილდება ამ ორ პოლუსზე, რის შედეგადაც მათ 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნებათ.

ახლა მთავარი არის მესამე ელექტორალური ბაზა, რომელსაც შუაშისტურ ელექტორატს უწოდებენ - რომელსაც არც "ქართული ოცნება მოსწონს და არც ნაციონალური მოძრაობა. მნიშვნელოვანია თუ როგორ დალაგდება ლელოსა და გახარიას პოლუსებზე ეს ხალხი. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუკი შეიქმნება ერთპოლუსიანი ჯგუფი - გახარია და ლელო მოძებნიან შეთანხმების საფუძველ, ამასთან, მათ თუ დაემატებათ ელისაშვილი და დოლიძე. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ყველაზე ძლიერი გაერთიანება ამ ოპოზიციურ ფლანზე, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მსგავსი კონფიგურაციის შექმნის შედეგად, დიდი შანსი არსებობს, რომ ქართულმა ოცნებამ 35%-ზე მეტი ხმა ვერ აიღოს.

ეს კონფიგურაცია ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება არა მხოლოდ უმრავლესობას ვერ აიღებს, მისი მხარდაჭერა დარჩება დაახლოებით 35%-ის ფარგლებში. შესაბამისად, კოალიციური მთავრობა იქნება გარანტირებული. ქართული ოცნება ახალს ვერაფერს შეიძენს - მას შეუძლია 76 მანდატის მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გადაუნაწილებელი დარჩება და მხოლოდ სამი სუბიექტი გადალახავს 5%-იან ბარიერს. ამ შემთხვევაში, ქართული ოცნება შეინარჩუნებს უმრავლესობას, - დასძინა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამ ეტაპზე უცნობია საით წავალელო და დარჩება თუ არა იმავე აზრზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასსაქართველოსთვის. უნდა აღინიშნოს ისიც, ამ დრომდე გახარიას ჯგუფი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მარტო გადის. თუმცა, არჩევნებამდე 3 თვეზე მეტია დარჩენილი და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის დრო და არსებობს შანსიც, ამ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა რაიმე კონსენსუსს მიაღწიონ და არჩევნებისთვის გაერთიანდნენ.

 

ლევკოთეა გახარიას და ლელოს შემთხვევაში, 1+1 არ უდრის 2-ს (თუმცა, ერთზე მეტი კია).
გახარიას ამომრჩევლებისთვის, ხაზარაძის პერსონა არც-თუ უპირობოდ მისაღებია.
ხაზარაძის თიბისი ბანკის თანამშრომლები კი, ალბათ, ეგეთივე წუნიები არ იქნებიან გახარიას მიმართ.
4 თვის უკან
მერაბ.g ეს გაერთიანება არ შედგება; ხაზარაძესთან გაერთიანებით გახარია უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე შეიძენს - მე ვიცი არაერთი გახარიას მხარდამჭერი, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ხაზარაძისთვის ხმის მიცემა! გარდა ამისა - რომელი სახელით? რომელი ნომრით? როგორი იქნება სია, ვინ იქნება პირველი ნომერი? ... ეს უველაფერი კი გაერთიანებას გამორიცხავს; ტალიმასხარა ელისაშვილი რად უნდა გახარიას, ან მისი მაქსიმუმ 5 ათასი ხმა? დოლიძესთან გაერთიანება შესაძლებელია, თუ ის ქ-ნი ჯორიდან ჩამოვა და სათვალეს მოიხსნის
4 თვის უკან
მერაბ.g ბევრი უარა ბესელიამ გახარიას და რომ ვერ შეძვრა, შანტაჟი გადაწყვიტა:)) ესაოდა მეც შევალ არჩევნებზე და ხმებს წაგართმევო:)) რას წაიღებს, 700 ხმას? ბესელია სადაც მივიდა, ყველგან აურია - ოქრუაშვილან იყო და ოფისი წაართვა, ობშიაკის ფული დაიკარგა ... ოცნებაში იყო და პარლამენტში კაცი გალახა პარლამენტში, მანამდე იყო და 2012-ში ძალიან სულელური ამნისტიის კანონი მიიღო, რომელის სააკაშვილს, მერაბიშვილს და ახალაიას შეეხო სხვაზე მეტად!
4 თვის უკან