Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ შოკისმომგვრელი მოთხოვნები აქვს, რის გამოც კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
„ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხშია. ქართველმა პსჟ-დან წელიწადში 11 მილიონიანი შეთავაზების წყალობით მოთხოვნები გაზარდა და „ნაპოლისგან“ 8 მილიონსაც კი ითხოვს, რომელიც თავის მხრივ 2029 წლამდე კონტრაქტის განახლებას და 5.5 მილიონს სთავაზობს. მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით. ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ორი ვარიანტი აქვს: დათანხმდეს შეთავაზებას ან დაკმაყოფილდეს დღევანდელი სიტუაციით, რომ 2025 წელს ვაჭრობისთვის მეტი ძალა ჰქონდეს და შეიძლება გაყიდვა აიძულოს. ანტონიო კონტეს არ სურს თავისი საქმის ამ ეჭვით დაწყება, მაგრამ მენეჯმენტისგან ჯერ ზუსტი პასუხი ამ საკითხზე არ მიუღია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან იტალიური კლუბის მაისურით 88 მატჩში 25 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.