„ზურაბიშვილი იმიტომ მოახვიეს თავს ამ კოლექტიურ „პროდასავლურ“ ოპოზიციას, რომ მისი ლიდერობით მოხდეს ის, რაც ჩაფიქრებულია საქართველოში“

„ზურაბიშვილი იმიტომ მოახვიეს თავს ამ კოლექტიურ „პროდასავლურ“ ოპოზიციას, რომ მისი ლიდერობით მოხდეს ის, რაც ჩაფიქრებულია საქართველოში“

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდნენ, გაყინულია. მისივე შეფასებით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება სხვა ნაბიჯებიც. ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ამ და დასავლეთის მხრიდან, სხვა მოსალოდნელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: მოსალოდნელი დამსჯელი ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არჩევნების მოახლოების კვალობაზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდება - ეს, გარკვეულწილად, ადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამინისტროს მიერ, რომ ვაშინგტონი საქართველოში ამზადებს ხელისუფლების ცვლილებას ფერადი რევოლუციის მეშვეობით - ეს იქნება მთელი კამპანია, რომელიც მიმართული იქნება იმაზე, რომ მოსახლეობა დააჯერონ, საქართველოს ხელისუფლება ცვლის კურსს, უხვევს პროევროპულ გზას და მიდის რუსეთისკენ, ხოლო ამის მთავარი გენერატორი სალომე ზურაბიშვილი იქნება.

ხშირად მითქვამს, სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმიტომ მოახვიეს თავს ამ კოლექტიურ პროდასავლურ ოპოზიციას ლიდერად, რომ მისი ლიდერობით მოხდეს ის, რაც ჩაფიქრებულია საქართველოში - ისეთი ხელისუფლების მოყვანა ქვეყნის სათავეში, რომელიც დასავლეთს აწყობს. დახმარების შეჩერება და მომავალში მოსალოდნელი ზომები მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობაში გააღრმაონ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, დააშინონ ხალხი, რომ ახლა თუ ეს მოხდა, შემდეგში კიდევ უფრო უარესი მოხდება - დაფინანსება შეგვიმცირდა და შესაბამისად, ვეღარ გავაკეთებთ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდით. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ წყალი შეუყენონ ქართულ ოცნებას და მაქსიმალურად დაასუსტონ მისი პოზიციები არჩევნების წინ, ჩამოაშორონ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი.

ქართული ოცნება ხვდება, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, შესაძლოა, მსგავსი ტიპის ზეწოლა და წნეხი დასავლეთის მხრიდან გაძლიერდეს. ამის საპასუხოდ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტად შეარბილოს ტონი დასავლეთთან საუბრისას და შემრიგებლური პოლიტიკა აწარმოოს? დღეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეიცვალა. შეძლებს კი ქართულმა ოცნება  ამომრჩეველი აკუთარ სიმართლეშ დაარწმუნოს? ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რა შემხვედრ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ?

- „ქართული ოცნების მხრიდან რაღაც რიტორიკის რადიკალური შერბილება, შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს. პრინციპში, ეს რიტორიკა უკვე შერბილებულიც კი არის, აღარ გვესმის ისეთი ხისტი განცხადებები, როგორიც 2-3 თვის წინ იყო, ახლა პირიქით საუბრობენ - სურთ გადატვირთვა და დაახლოება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს უკვე დაგვიანებულია. თანაც, არც ვაშინგტონში სჯერათ ცრემლების და არც მოსკოვში. მათ აინტერესებთ კონკრეტული ნაბიჯები.

ქართულმა ოცნება ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებს მოელის მისგან დასავლეთი - მათ არაერთხელ უთქვამთ ეს როგორც დახურულ კარს მიღმა, ისე ღია ტექსტითაც. თუ ქართული ოცნება მათ მოთხოვნებს დაყვება, ის დაკარგავს ელექტორატის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის იმედიც მას აქვს და რომელსაც ეყრდნობა. ამხელა პერიპეტიების შემდეგ, როგორი იქნება .. აგენტების კანონის უკან გაწვევა?! საქართველოს ამომრჩეველი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ვერ გაუგებს.

ვფიქრობ, ქართული ოცნება არჩევებამდე მივა იმ დღის წესრიგით, რაც მას დღეს აქვს, შემდეგ უკვე ვნახავთ არჩევნებზე რა მოხდება. ვნახოთ, როგორი განწყობები გადაწონის არჩევნების დღეს - იმ ამომრჩევლის, რომელიც კომპრომისებისკენ არის მიდრეკილი თუ იმ ამომრჩევლის, რომელიც მისი არჩევანის ერთგული დარჩება. იმ ადამიანების პროცენტული მაჩევებელი, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, დაბალი ნამდვილად არ არის. დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები იქონიებს თუ არა გავლენას უშუალოდ ქართული ოცნების რეიტინგზე? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 60% გარანტირებული აქვთ ამ არჩევნებზე...

- თუ მოსახლეობა დაინახავს, რომ დასავლეთის ძალისხმევის შედეგად, ისევ ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი პარტიები ბრუნდებიან ხელისუფლებაში, არ მგონია, რომ ამომრჩეველმა არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთოს - შეიძლება ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ არჩევანი და ისევ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა, როგორც ეს ადრეც ხდებოდა - მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო სააკაშვილი და ნაცმოძრაობა - ეს ფაქტორი საქართველოში დღემდე მუშაობს.

8 ივლისსერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამდასტრატეგია აღმაშენებელმაახალი პოლიტიკური პლატფორმაერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვისწარადგინეს. ანალიტიკოსთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი გაერთიანების შედეგად, ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დადგა. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ეს ის გაერთიანებაა, რაც აქამდეც იყო, მათ დაემატნენ მხოლოდ ინდივიდუალური სახეები - ისინი ნაციონალურ მოძრაობაში ისედაც მოიაზრებოდნენ და ერთადერთი რაც ნაცმოძრაობისგან განასხვავებდა, ის იყო, რომ პარტიული მანდატი არ ჰქონდათ. საინტერესო იქნება, სხვა პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რა კონფიგურაციას შექმნიან. როდესაც მოსახლეობა უყურებს როგორი ქიშპი და ეზორგანიზაცია არის ოპოზიციურ ბანაკში, მიუხედავად გარეგნული ერთობისა, შესაბამის დასკვნებს, ალბათ, გააკეთებენ. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს მოსახლეობის ნაწილი ქართულ ოცნებაზე, ის ვერ ხედავს პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთ ძალას, რომელიც იქნებოდა ალტერნატიული არჩევანი.