„30 ვერცხლად“ გაყიდული უსაფრთხოება

„30 ვერცხლად“ გაყიდული უსაფრთხოება

თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 30 მილიონი საქართველოში მესამე სექტორისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება. ევროკავშირის გადაწყვეტილება მედიას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააცნო. დიპლომატი ამბობს, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხა საქართველოში მესამე სექტორისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა კი ამის მიზეზად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი დაასახელა. ჰერჩინსკი, ამ ეტაპისთვის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ჩიხურს უწოდებს და ფიქრობს, რომ დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ გადაიხედება.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსული ოკუპაცია გრძელდება, რატომ აჩერებს პარტნიორი ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის თავდაცვის უწყების დაფინანსებას, აუხსნელია საგარეო უწყებისა და პარლამენტის პირველი პირებისთვის. ევროპელ პარტნიორებს დღეს ცენტრალურ აფრიკაში ქართული ჯარის მიერ შესრულებული მისიაც შეახსენეს.

წინასაარჩევნოდ, თავდაცვისუნარიანობის ნაცვლად, მესამე სექტორისა და მედიის ნაწილის გაძლიერება ევროპული გაერთიანებისთვის რომ უფრო პრიორიტეტული იქნება, ეს ოპოზიციაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ახლა, ოქტომბერში წარმატების მისაღწევად, კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობოებისა და მედიის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ოპოზიცია, გამარჯვების შემთხვევაში, შეჩერებული პროგრამების აღდგენის პირობას დებს.

„ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად წასულა“, - განცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატოს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ პაველ ჰერჩინსკის განაცხადების საპასუხოდ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ანალტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთს აქვს უკვე კონკრეტული გეგმა დასახული იმისთვის, თუ როგორ ჩამოაცილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გეგმას პირდაპირ აქვეყნებენ და მას ეს წაკითხული აქვს.

„მათი მიზანია, რომ „ოცნებისთვის“ ეს არჩევნები ბოლო იყოს და ხელისუფლებას მთლიანად ჩამოშორდეს. ვეღარ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა და უმრავლესობა არ უნდა ჰყავდეს. ასევე კოალიციური ხელისუფლების შემთხვევაში, ოპოზიციამ „ოცნებას“ არ უნდა შეუქმნას მთავრობა. ძალოვანი სტრუქტურები და მთავრობა, სხვა პოლიტიკური ძალების ხელში უნდა გადავიდეს. გეგმაში წერია, რომ ვინაიდან ხელისუფლება „ტოტალურად გააყალბებს“ ამ არჩევნებს, დასავლეთი ამისთვის მზად უნდა იყოს და კონკრეტული სცენარებზე მუშაობა მიდის. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩმა როგორ პირდაპირ და დაუმალავად გაახმოვანა ამ გეგმის ნაწილი, რომ ამ დახმარებას თავდაცვას აღარ გადაურიცხავენ და პირდაპირ არასამთავრობო და მათთან აფილირებულ მედია საშუალებებში წავა“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ეს არის ამ გეგმის ნაწილი და მას ნაცნობებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ნაღდი ფულის ძალიან დიდი რაოდენობით შემოტანა იგეგმება.

„გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ ეს ფული მოხმარდეს საინფორმაციო ომს. ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის დაწყება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ვითომ ცუდად ყოფნის შემთხვევაში ვიხილეთ. იქნება შეკვეთილი სტატიები, სიუჟეტები. მოისყიდიან ვიღაცებს, რომლებიც ვითომ არჩევნების გაყალბებაზე და მსგავს რაღაცებზე ისაუბრებენ. აქ მიდის უკვე მზადება იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, სიტუაცია მით უფრო დამძიმდება და ხელისუფლებაზე ყველანაირი ზეწოლის ბერკეტი იქნება გამოყენებული“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, სახეზეა ასევე ეუთოს რეზოლუცია, რომ თურმე დემონსტრანტებს საქართველოში სასტიკად მოექცნენ. მამარაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სპეცრაზმი პარალმენტში იყო ჩაკეტილი და მას თავს დემონსტრანტები ესხმოდნენ, მაინც გაასაღეს ისე, თითქოს პოლიცია ახალგაზრდებს სასტიკად გაუსწორდა. მისი თქმით, სწორედ მსგავსი განცხადებებისთვის და ტყუილით ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ემზადებიან.

„ეს გეგმა დაძრულია უკვე და ამის გამოვლინება ყოველდღიურად ხდება. გეგმა ასეთია, რომ თუ არჩევნების დღეს არა, მეორე დღეს მაინც, დასავლეთის ლიდერებმა განცხადებები უნდა გააკეთონ, რომ ამ ხელისუფლებას არ სცნობენ და არჩევნები გაყალბებულია. ეს რჩევაა დასავლელი ლიდერებისთთვის, თუმცა უკლებლივ ყველა ამას რამდენად გაიზიარებს, გამოჩნდება. ვხედავთ დასავლეთში როგორი კრიტიკული სიტუაციაა, მიუხედავად ამისა, მაგიდაზე „ოცნების“ წინააღმდეგ შტურმი დევს.

დღეს 30 მილიონი გაგვიყინეს, ხვალ კიდევ რაღაცას გამოაჩენენ. ასე, არჩევნებამდე ხელოვნურად სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებენ. ამით ასევე ცდილობენ ცხადია ძალოვან სტრუქტურებში გარკვეული ეჭვის მარცვლის და დაპირისპირების შეტანას. სწორედ ამიტომ აქვთ თავდაცვა ამორჩეული. თუმცა ეს ფანდი, ვფიქრობ, არ გაუვათ, რადგან ხელისუფლება შეძლებს ხელფასების გაცემასაც და ჩვენი ძალოვანების სათანადო დაფასებასაც. თუმცა არჩევნებამდე სიტუაცია ყოველდღიურად გართულდება“, - ამბობს მამრაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ელჩები დაუფარავად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთნენ და ყველა კარგად ხვდება ეს კამპანია ვის სასარგებლოდ არის წამოწყებული.

„დღევანდელი ევროკავშირის ელჩის ამ განცხადებას ძალიან სამარცხვინო სახე აქვს. თავის დროზე საქართველომ სისხლიანი კონტრიბუცია გაიღო ავღანეთში, საერთაშორისო მისიებში, როდესაც 30-მდე ჩვენი გმირი ვაჟკაცი დაიღუპა. ამ ბიჭებმა თავისი მსხვერპლთშეწირივით, ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სჯიან სასაცილო 30 მილიონი ლარის გაყინვით. ჰგონიათ, რომ ამაზე საქართველოში გლოვა ატყდება და მორიგი რევოლუციისთვის მზადება დაიწყება. ეს არის მათი მხრიან სამარცხვინო საქციელი.

საქართველოს ხელისუფლებამ, 2012 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჩაიბარა 688 მილიონის სახით და დღეს ეს ბიუჯეტი მილიარდ ნახევარი ლარია. ეს ყველაფერი კი მოხდა იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, რომელიც მშვიდობით მოვიპოვეთ. ამ 30 მილიონის დაყვედრებით, მართლა სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებენ თავს. თანაც დაუფარავად, ყველანაირი შენიღბვის გარეშე ამბობენ, რომ ამ თანხას არასამთავრობო და ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნო პროგრამებში მისცემენ. ჩვენ კიდევ თავშეკავება გვმართებს და ბევრს არ ვამბობთ იმაზე, თუ საქართველოს, არჩევნების დღეებში რა ჯოჯოხეთის მოწყობას უპირებენ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან ეს უკვე 4 წელია გრძელდება. 2020 წლიდან დღემდე ამ ტურბულენტობას ვუმკლავდებით“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, თუ დასავლეთი ემზადება საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევისთვის არჩევნების დღეებში, ისინიც არანაკლებ მომზადებულები დახვდებიან და სრული სიმშვიდით, ყველანაირი აღელვების გარშე გაუმკლავდებიან. ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ შეტევის არავის ეშინია და არჩევნები ჩატარდება იმ დონის გამჭვირვალედ, რომ ვერც ერთი მათგანი მისი გაყალბების მტკიცებულებას ვერ მოიტანს.

მერაბ.g როცა შენთვის წლების მანძილზე ნაბრძოლებ ჯარს, რომელმაც 50-მდე ჯარისკაცი დაკარგა და ასზე მეტი დახეიბრდა, დაფინანსებას შეუწყვეტ და ამ ფულს გიგაურს, ლომჯარიას და პატარაიას მისცემ, გამოდის რომ არც სამართლიანობა და არც სინდისი შენთან ახლოს არაა!
4 თვის უკან