სოცდაუცველები გაგზავნილი ვაკანსიებით თითქმის არასოდეს ინტერესდებიან, ბიზნესს კი კადრების მოძიება უჭირს

სოცდაუცველები გაგზავნილი ვაკანსიებით თითქმის არასოდეს ინტერესდებიან, ბიზნესს კი კადრების მოძიება უჭირს

შარშან შრომის ბაზარზე კადრების მწვავე დეფიციტი თითქოს აღმოიფხვრა, მაგრამ წელს ვითარება ისევ გართულდა. ბიზნესი ჩივის, რომ საკადრ პრობლემებს ვერ უმკლავდება. თანამშრომლების გადინება საკმაოდ დიდია. ნაწილი უცხოეთში მიდის, ნაწილი - კონკურენტებთან, არის კატეგორია, ვისაც საერთოდ არ უნდა მუშაობა.

შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი ბიზნესისთვის დღემდე მთავარ გამოწვევად რომ რჩება, ამას მოწმობს BAG ინდექსიც. ასოციაციის წევრი კომპანიების ბოლო გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ბიზნესების 67%-ისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სპეციალისტების ნაკლებობაა.

ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, რა კვალიფიკაციები სჭირდება მას, შესაბამისად პარტნიორობაში სწორედ ის იგულისხმება, რომ ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს ამ კვალიფიკაციების სტანდარტების ჩამოყალიბება, მერე უკვე ინფრასტრუქტურის ნაწილში უნდა მოხდეს სახელმწიფოსთან მეტი თანამშრომლობა, რომ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთობლივად მოხდეს ინვესტიცია. სახელმწიფოს აქვს თავისუფალი სივრცეები, რომელიც შეიძლება ბიზნესმა აითვისოს, მეორე მხრივ არის კომპეტენცია, რომელიც ბიზნესშია და ეს კოოპერაცია არის სწორედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ვუპასუხოთ.

მე შემიძლია გითხრათ სექტორები, სადაც ქრონიკული, 10-15%-იანი დეფიციტია სამუშაო კადრების. ეს ფაქტია გვაქვს და ამას უნდა ვუპასუხოთ გადამზადების პროგრამებით. ეს არის სექტორები, დაწყებული საინჟინრო სექტორიდან, დამთავრებული საცალო სექტორით“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ვითარების დრამატულობას ადასტურებენ უშუალოდ ბიზნესში ჩართული სუბიექტები და მათი წარმომადგენლები. ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა კადრების დეფიციტზე საუბრისას დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში კერძო სექტორისთვის ეს, ფაქტობრივად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

კადრების გადინებას იწვევს რამდენიმე მიზეზი: ან გადადიან სხვა სფეროში, ან საერთოდაც უცხოეთში მიდიან სამუშაოდ, სადაც ორმაგი ანაზღაურება აქვთ.

ხელფასის 100-150%-იანი მატებაც გვქონია, მაგრამ მაინც ვერ ვეწევით ევროპულ დონეს. კადრები, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან, სხვა ქვეყნებში წავიდნენ.

ამ შემთხვევაში ჩვენ ხელს გვიშლის არასტაბილური ტურისტული სეზონები და მასთან არსებული პრობლემები. მაგალითად, ზამთარში, გუდაურამდე მისასვლელი გზა გამართული უნდა იყოს და წყალიც უნდა მოდიოდეს. თოვლი თუ არ მოვა, ამას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ რაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს“ - აღნიშნავს ჰოტელიერი.

ის აღნიშნავს, რომ სულ უფრო ცოტაა მსურველი, რომ იმუშაოს და ისწავლოს და ხშირია შემთხვევებიც, რომ თვეების მანძილზე გადამზადებული კადრი უცხოეთში მიდის სამუშაოდ და ორმაგ ანაზღაურებას იღებს.

პრობლემებია სოცდაუცველების დასაქმების მხრივაც. ისინი გაგზავნილი ვაკანსიებით თითქმის არასოდეს ინტერესდებიან. ეს ნიშნავს, რომ მათ დასაქმება არ უნდათ. ამიტომ, მურაჩაშვილის აზრით, თუკი სამჯერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ სოცდაუცველები მაინც უარს იტყვიან დასაქმებაზე, მათ უნდა მოეხსნათ სოციალური დახმარება.

სახელმწიფოს დახმარებით შექმნილია სსიპ, რომელიც სოციალურად დაუცველებს ასაქმებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო 70%- უფარავს, დანარჩენს კი - კერძო სექტორი, მაგრამ რამდენჯერაც მივაწოდე ვაკანსიები, დაინტერესება არ არის.

კარგი იქნებოდა ჩვენთანაც მოქმედებდეს ევროპის ქვეყნებში არსებული წესი: სამჯერ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა მოეხსნათ სოციალური დახმარება. ჩვენს შემთხვევაში მუშაობაზეც უარს ამბობენ და სხვა მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლოთი აგრძელებენ თანხის აღებას“, - განაცხადა მურაჩაშვილმა გადაცემაში საქმე.

ლევკოთეა სოცდაუცველების სიები სერიოზულადაა გასაცხრილი. ასე იცის, საარჩევნო ხმების გამო ყველაფერზე თვალის დახუჭვამ.
სოფლად საქონლის ყოლაც კი აღარ უნდათ, რომ დახმარება არ მოეხსნათ.
მართალს ამბობს ეს მურაჩაშვილი. მიდგომები უნდა შეიცვალოს.
1 თვის უკან