ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ქართველმა კარის დარაჯმა აზერბაიჯანული „ყარაბაღი“ დატოვა, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ხელშეკრულება „პანსერაიკოსთან“ გააფორმა - კონტრაქტი ორწლიანია.

25 წლის მეკარეს „დინამო თბილისში“, „იაგელონიაში“, „პოდლასიეში“, „დილაში“, „გრანდაში“ და „ყარაბაღში“ უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ევროპის ჩემპიონატზეც იყო გუნდის განაცხადში.

„პანსერაიკოსმა“ საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეცხრე ადგილი დაიკავა და ახალ სეზონსაც სუპერლიგაში გაატარებს.