Rai:

Rai: "რაც უნდა მოხდეს, კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება"

Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი „ნაპოლიში“ დარჩება, ხოლო ნიგიერლთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია.

„კვარასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არსებობს, რომელიც დე ლაურენტისმა, კიაველიმ და მანამ ფეხბურთელს და მის აგენტებს გერმანიაში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე განუმარტეს. რაც არ უნდა მოხდეს, კვარაცხელია რჩება. პსჟ-ს ოფიციალურ შეთავაზებაზე, რომელიც 110 მილიონს შეადგენდა, უარი თქვეს. თუ ის დარჩება, „ნაპოლი“ დაპირდა ხელფასის 5.5 მილიონამდე გაზრდას.

ოსიმენთან დაკავშირებით განსხვავებული ამბავია, არსებობს შეთანხმება გამოსასყიდ პუნქტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი პრემიერლიგაზე არსებობს, არაბეთში სატრანსფერო ბაზრის გახსნით შეიძლება სიახლე იყოს. მარესკამ ის დააშორა „ჩელსის“, რადგან მას განსხვავებული თავდამსხმელი ურჩევნია, განსხვავებული თვისებებით. „არსენალიც“ გავიდა რბოლიდან, რადგან სურს 130 მილიონზე ბევრად ნაკლები დახარჯოს თავდამსხმელში. კონტეს და მანას ლუკაკუსთან შეთანხმება მიღწეული აქვთ, როგორც კი, ოსიმენი წავა, ერთი წამის შემდეგ „ნაპოლი“ ბელგიელის ტრანსფერს დაადასტურებს“, - თქვა ვენერატომ.