სკალონი მესიზე: „თუ ლეო არ ითამაშებს, ყველაფერი შეიცვლება“

სკალონი მესიზე: „თუ ლეო არ ითამაშებს, ყველაფერი შეიცვლება“

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვას უპასუხა.

„დაველოდებით სანამ მესის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ვარიანტი ლაუტარო მარტინესთან და ხულიან ალვარესთან ერთად. მათ შეუძლიათ ერთად დაიწყონ თამაში ეკვადორთან, თუ ლეო არ იქნება.

ჩვენ მაინც დაველოდებით ექიმების გადაწყვეტილებას. თუ ლეო არ ითამაშებს, ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ვიმედოვნებთ მის დაბრუნებას. სამართლიანია, დაველოდოთ ბოლო მომენტს და მივცეთ დრო.

ვარჯიშის დაწყებამდე მას დაველაპარაკები, ვბნახოთ, რას გადავწყვეტთ“, - ციტირებს სკალონის სიტყვებს Mundo Albiceleste.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ჩილესთან კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში (0:1) კუნთის ტრავმა მიიღო. მანამდე RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა ამ ტურნირის მეოთხედფინალი გამოტოვოს ტრავმის გამო.

არგენტინის ნაკრებმა სამი გამარჯვებით მოიგო A ჯგუფი და გავიდა კოპას ფლეი-ოფში, სადაც 5 ივლისს ეკვადორის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

Gami მესის იმედზე სადამდე უნდა იყვნენ..
4 თვის უკან