ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ევრო 2024-ის მერვედფინალში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ (2:1) გამოხატული უხამსი ჟესტის გამო დისკვალიფიკაციას აიცილებს - წერს ონლაინ გამოცემა Bild.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ხუთნიშნა ოდენობის თანხით დაჯარიმდება, თუმცა მეოთხედფინალში შვეიცარიასთან მატჩში ინგლისის ნაკრების დახმარებას შეძლებს.
უეფა შეისწავლის ინგლისელი ვარსკვლავის ქცევას სლოვაკეთის ნაკრებთან მატჩში. გოლის გატანის შემდეგ ნახევარმცველმა საზარდულის მიდამოში ხელი ჩამოუშვა. ამის შემდეგ ფეხბურთელი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
ინგლისი - შვეიცარიის მატჩი 6 ივლისს გაიმართება დიუსელდორფში და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.