"ფროზინონემ" გიორგი კვერნაძე გამოისყიდა

„ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა. ეს ინფორმაცია იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა გუიდო ანჯელოციმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„გასულ პარასკევს კვერნაძე გამოვისყიდეთ, ის გასულ სეზონშიც ჩვენთან იყო და ახალ სეზონში თამაში შეუძლია“, - აღნიშნა ანჯელოციმ.

მას კონტრაქტის დეტალებზე არაფერი უთქვამს, თუმცა, მოგვიანებით "ფროზინონეს" ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვით გიორგის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქართველმა „ფროზინონეში“ გასული სეზონი იჯარით გაატარა, თუმცა მოედანზე 8 მატჩში გავიდა და თავი არ გამოუჩენია.

აღსანიშნავია, რომ „ფროზინონეს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს ფრანჩესკო ვივარინის სახით, რომელიც დღეს წარადგინეს. პრესკონფერენციაზე გიორგი მანაც ახსენა და აღნიშნა, რომ კვერნაძე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ მომდევნო სეზონში სერია B-ში ითამაშებს.