კოპა ამერიკაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა.
D ჯგუფის ბოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბრაზილია და კოლუმბია დაუპირისპირდნენ. „სელესაო“ ჯერჯერობით დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ კრიტიკოსები ბევრია.
ბრაზილია კოლუმბიასთან რაფინიას გოლით სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს მუნიოსისგან გაუშვა და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1.
ეს ფრე ორივეს აწყობდა ჯგუფიდან გასასვლელად. კოლუმბიამ 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ბრაზილია 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
ამავე ჯგუფში კოსტა რიკამ 2:1 აჯობა პარაგვაის და 4 ქულით მესამე ადგილი ერგო, ხოლო პარაგავის ნაკრები უქულოდ ბოლო ადგილს დასჯერდა.
კოპა ამერიკის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია:
არგენტინა - ეკვადორი
ვენესუელა - კანადა
კოლუმბია - პანამა
ურუგვაი - ბრაზილია