"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კარიერას სავარაუდოდ საუდის არაბეთში გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ პიოლი თანახმაა "ალ-იტიჰადი" ჩაიბაროს, სადაც მარსელო გალიარდოს შეცვლის.
გამოცდილი სპეციალისტი ბოლოს "მილანში" მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს, ხოლო იქამდე "ინტერის", "ფიორენტინას", "ლაციოს", "ბოლონიას" და "კიევის" თავკაცი იყო.