"ნაპოლი" ბონჯორნოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

„ნაპოლი“ „ტორინოს“ მცველის, ალესანდრო ბონჯორნოს გადაბირებას ცდილობს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

„აძურის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და ბონჯორნოს აგენტი ჯუზეპე რიზო ერთმანეთს შეხვდნენ, რისი მიზანიც იყო „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ შორის შეთანხმების მიღწევა.

საქმე ისაა, რომ კლუბი ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებულია 5-წლიან კონტრაქტზე, რომლის თანახმად ალესანდრო სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ახლა შეთანხმება კლუბებს შორის უნდა შედგეს.

„ნაპოლი“ 30 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ხოლო „ტორინოს“ პრეზიდენტი ურბანო კაირო მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ალესანდრო ბონჯორნო „ტორინოს“ აღზრდილია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის იტალიის ნაკრების წევრიცაა, მაგრამ ევრო 2024-ზე მოედანზე გასვლა არ მოუწია.