დღეს, 2 ივლისს, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა აშშ (1:0) და ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელმა თანაგუნდელმა, მატიას ოლივერამ გაიტანა 66-ე წუთზე.
ფლეი-ოფში ურუგვაი D ჯგუფის მეორე ადგილოსანთან ითამაშებს.
დღის მეორე მატჩში პანამის ნაკრებმა ბოლივიას 3:1 მოუგო და ასევე მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.
გოლები ხოსე ფახარდომ, ედუარდო გერერომ და სეზარ იანისმა გაიტანეს. ბოლივიელთაგან თავი ბრუნო მირანდამ გამოიჩინა.
შემდგომ ეტაპზე პანამა D ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება.