ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო უილიამსმა საქართველოს ნაკრები შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი გუნდი მომავალშიც მოახერხებს ასეთ დონეზე თამაშს.
„მინდა, საქართველოს ნაკრები შევაქო და მივულოცო, ძალიან რთული მეტოქე იყო, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც კარგად ითამაშებენ“, - აღნიშნა უილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა საქართველო მერვედფინალში 4:1 დაამარცხა და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში 5 ივლისს, შტუტგარტში, მასპინძელ გერმანიას შეხვდება.