კოპა ამერიკა 2024: ბრაზილიამ პარაგვაი გაანადგურა, კოლუმბია მეოთხედფიმალში გავიდა

კოპა ამერიკა 2024: ბრაზილიამ პარაგვაი გაანადგურა, კოლუმბია მეოთხედფიმალში გავიდა

28-29 ივნისის გამთენიისას (თბილისის დროით) კოპა ამერიკა 2024-ზე მეორე ტურის მატჩები დამთავრდა. D ჯგუფში ბრაზილიის ნაკრებმა დიდი ანგარიშით დაამარცხა პარაგვაი (4:1), კოლუმბიამ კი კოსტა-რიკას 3:0 მოუგო და ნაადრევად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

ბრაზილიელთაგან დუბლი შეასრულა მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ვინისიუსმა, თითოც სავიომ და ლუკას პაკეტამ გაიტანეს. კოლუმბიელთაგან თავი ომარ ალდერეტემ გამოიჩინა.

ნახევარი საათის თავზე პაკეტამ პენალტი ვერ გაიტანა. 81-ზე კი პარაგვაელი ანდრეს კუბასი გააძევეს.

კოლუმბიელთაგან კოსტა-რიკის კარში გოლები ლუის დიასმა (პენალტით), დავინსონ სანჩესმა და ჯონ კორდობამ გაიტანეს.