კოპა ამერიკა 2024: ურუგვაის ნაკრებმა ბოლივია ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჯგუფიდან ნაადრევად გავიდა

კოპა ამერიკა 2024: ურუგვაის ნაკრებმა ბოლივია ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჯგუფიდან ნაადრევად გავიდა

დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბოლივიელები ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

გოლები ფაკუნდო პელისტრიმ, დარვინ ნუნიესმა, ფედერიკო ვალვერდემ, როდრიგო ბენტანკურმა და მაქსიმილიანო ხავიერ არაუხო ვილჩესმა გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ ურუგვაი C ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს, უსწრებს აშშ-ს (3 ქულა), პანამას (3 ქულა) და ბოლივიას (0 ქულით).

ამრიგად, ურუგვაელები მთავარი მწვრთნელის მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით ჯგუფიდან ნაადრევად გავიდნენ.

ჯგუფის მეორე მატში მასპინძელმა აშშ-მა მოულოდნელად პანამასთან წააგო 1:2.