პოპულარულმა სტატისტიკურმა პორტალმა Whoscored-მა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა.
საუკეთესო მოთამაშე ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი გახდა, რომელმაც 8.39 ქულა მიიღო. საკმაოდ მაღალი შეფასებით (7,75) ამ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიცაა.
Whoscored-ის მიხედვით ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სრული სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.75).
მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.39), პეპე (პორტუგალია, 7.22), იაკა ბიიოლი (სლოვენია, 7.33), მარკ კუკურელია (ესპანეთი, 7.68).
ნახევარმცველები: ტონი კროოსი (გერმანია, 7.45), ფაბიან რუისი (ესპანეთი, 8.39), კევინ დე ბრუინი (ბელგია, 7.6).
თავდამსხმელები: ჯამალ მუსიალა (გერმანია, 7,77), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7,8), კილიან მბაპე (საფრანგეთი, 7,56).