მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე პონედელნიკის, სტოიჩკოვისა და ბეილის მიღწევა გაიმეორა

მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე პონედელნიკის, სტოიჩკოვისა და ბეილის მიღწევა გაიმეორა

26 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის F ჯგუფის მე-3 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა და ფლეი-ოფში გავიდა. ჩვენებურთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ (პენალტით) გაიტანეს.

ამ გოლმა გიორგი მიქაუტაძეს საშუალება მისცა გამხდარიყო ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის პირველი სამი მატჩიდან თითოეულში გაიტანა - მანამდე მან თურქებთან (1:3) და ჩეხებთანაც (1:1) გამოიჩინა თავი.

მიქაუტაძემდე, Opta Sports-ის ცნობით, ამას მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელმა ვიქტორ პონედელნიკმა ევრო 1960-სა და 1964-ზე, ბულგარეთის ნაკრების ფორვარდმა ხრისტო სტოიჩკოვმა ევრო 1996-ზე და უელსის ნაკრების გარემარბმა გარეთ ბეილმა ევრო 2016-ზე მიაღწიეს.