კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო მატჩში მთავარი სენსაცია მოხდა: ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა რიკას დამარცხება ვერ შეძლო.
„სელესაო,“ როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მატჩის განმავლობაში აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა. პირველი ტაიმის დასაწყისში როდრიგოს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მადრიდის „რეალის" ფეხბურთელმა კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
ნახევარი საათი იყო გასული, როცა მარკინიოსმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანა, მაგრამ, მსაჯმა მცველს გოლი თამაშგარეს მიზეზით გაუუქმა.
მეორე ორმოცდახუთ წუთში პაკეტამ, რომელიც ბრაზილიელთაგან საუკეთესო იყო, ძელს მოარტყა ბურთი. უკვე თამაშის ბოლოსკენ კი კოსტარიკელთა მეკარე პატრის სეკეირამ ორი ურთულესი ბურთი მოიგერია - საბოლოოდ - 0:0.
ეს დორივალ ჟუნიორის პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.
დღის მეორე შეხვედრაში კოლუმბიამ პარაგვაის 2:1 მოუგო.