23 ივნისს შოტლანდიის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში უნგრეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ამრიგად, შოტლანდიელებმა A ჯგუფში ტურნირი ერთი ქულით ბოლო ადგილზე დაასრულეს.
საინტერესოა, რომ შოტლანდიის ნაკრები ისტორიაში დიდ ტურნირებზე არასოდეს გასულა ჯგუფიდან - 12-ვე მცდელობა (რვა მსოფლიო ჩემპიონატი და ოთხი ევროპის ჩემპიონატი) ამაო გამოდგა.
შგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია A ჯგუფში საქართველოს, ესპანეთის, ნორვეგიის, კვიპროსის ნაკრებებთან თამაშობდა და მეორე ადგილი დაიკავა.