ესპანურმა სპორტულმა გამოცემა Marca-მ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. მასში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველოს ნაკრები).
მცველები: ჟან კარნიჩნიკი (სელიე, სლოვენიის ნაკრები), პეპე (პორტუ, პორტუგალიის ნაკრები), მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი, შვეიცარიის ნაკრები), მარკ კუკურელია (ჩელსი, ესპანეთის ნაკრები).
ცენტრალური ნახევარმცველები: ილკაი გიუნდოგანი (ბარსელონა, გერმანიის ნაკრები), მორტენ იულმანი (სპორტინგი, დანიის ნაკრები), ნიკოლაი შაპარენკო (კიევის დინამო, უკრაინის ნაკრები).
გარემარბები: ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალიის ნაკრები), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი, ესპანეთის ნაკრები)
ცენტრალური თავდამსხმელი: კრისტოფ ბაუმგარტნერი (ლაიპციგი, ავსტრიის ნაკრები).