პერუმ და ჩილემ კოპა ამერიკაზე ქულები გაინაწილეს

პერუმ და ჩილემ კოპა ამერიკაზე ქულები გაინაწილეს

21-22 ივნისის ღამეს, ამერიკულ არლინგტონში, 2024 წლის კოპა ამერიკის A ჯგუფში პირველი ტურის მატჩი გაიმართა პერუსა და ჩილეს ნაკრებებს შორის და უგოლოდ 0:0 დასრულდა.

ჩილელები მეტად ფლობდნენ ბურთის (67%-დან 33%-მდე) და მეტ დარტყმას ახორციელებდნენ მეტოქის კარში - 10 (ერთი მიზანში) პერუს ნაკრების სამთან შედარებით (ორი კარში). მაგრამ გოლი არ გასულა.

პერუსა და ჩილეს ნაკრებებმა თითო ქულა დააგროვეს და პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ. ოთხეულს სამი ქულით არგენტინის ნაკრები უდგას სათავეში, ბოლოზეკი კანადის უქულო ნაკრებია.