ამჟამად, პსჟ და გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სიტუაციის მოსაგვარებლად. საქმე ის არის, რომ პარიზულ კლუბს ფეხბურთელის მიმართ სახელფასო ვალი აქვს 100 მილიონი ევროს ოდენობით, იუწყება Marca.
წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და როგორც კი ეს მოხდება პსჟ მბაპეს მის დაკისრებულ თანხას სრულად გადაუხდის.
შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L'Équipe-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგულ კლუბს მბაპეს ხელფასი და სხვადასხვა ბონუსები 2024 წლის აპრილიდან არ გადაუხდია.