ნახევარი თბილისი წყლის გარეშე დარჩა - პასუხმისმგებლობის აღება არავის უნდა

ნახევარი თბილისი წყლის გარეშე დარჩა - პასუხმისმგებლობის აღება არავის უნდა

სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად ქალაქის ნაწილს, თითქმის 2 დღეა, წყალი არ მიეწოდება. ყველაზე ცუდი ამბავი კი ისაა, რომ არავინ იცის, როდის შეძლებს წყალმომარაგების კომპანია GWP ავარიის აღმოფხვრას. ამასობაში შუა ზაფხულის ცხელ დღეებში, მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი და მათ გაუსაძლის მდგომარეობაზე დიდად არავინ ღელავს.

კომპანიამ საგანგებო განცხადება გუშინ, შუადღისას, გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ამასთან, კომპანიამ პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრების ტაქტიკა აირჩია. მისი მტკიცებით, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება, - აცხადებენ კომპანიაში.

დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს. 2 დღეა უწყლოდაა დარჩენილი ქალაქი მცხეთაც.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ აღიარა, რომ მძიმე ვითარებაა, ეს არ არის მარტივი ტიპის დაზიანება.

პარალელურად, დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა. განვიხილავდით, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო უშუალოდ შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. ასევე, მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს, - განაცხადა აქტივების მართვის დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, კონტრაქტორი უკვე შერჩეულია, მას უკვე დაწყებული აქვს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება გრუნტის მოხსნა. აღდგენითი სამუშაოები რამდენი დღე გასტანს. მანამდე კი კომპანია აპირებს არსებული რესურსების გადანაწილებას და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას დღეში 3-დან 7 საათის განმავლობაში, რაც ცხელი ზაფხულის დღეებში დიდი დისკომფორტია.

დედაქალაქის მერი ადასტურებს, რომ ჯივიპის ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ყველა უბანში მიწისქვეშა კომუნიკაციები ამორტიზებულია. კახა კალაძის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემიდან გამომდინარე, ყველა დიდი პროექტის განხორციელებამდე, კომპანიასთან მერიას ქსელის მოწესრიგების მოთხოვნა აქვთ.

ჯივიპის“ ძალიან დიდი პრობლემები აქვს ქალაქში. ყველა უბანში, ყველა ქალაქში არის ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ჩვენ, სადაც რეაბილიტაციით შევდივართ, პირველი რასაც ვაკეთებთ და კომპანიას ვთხოვთ, ეს არის თავიანთი ქსელის მოწესრიგება, გამოცვლა, ახალი პროექტების განხორციელება. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ქალაქში ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ყველა იმ პროექტში სადაც შევდივართ, კომპანია მოგვყვება და აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს. ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა. იმიტომაა, სადაც შევდივართ, პირველი რაც კეთდება, ეს არის ქსელის გამოცვლა და ახალი კომუნიკაციების გაკეთება“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე ცნობით, „ჯივიპის“ მხრიდან მოთხოვნა, რომ სამუშაოები აწარმოონ ძალიან ხშირია, თუმცა თბილისის მერი აცხადებს, რომ ქალაქში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. კიდევ სხვა ლოკაციაზე დამატებით ფრონტის გახსნა გადაადგილებისა და საცობების კუთხით პრობლემას შექმნის.

დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით ძალიან გაბრაზებულნი არიან თბილისელები, რაც მათ კომენტარებშიც დაუფარავად ჩანს. სოციალური ქსელიაფეთქდა“ უკმაყოფილო ხალხის გამოხმაურებით: „ამხელა კომპანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობით, აცხადებს, რომ არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ გვქონდა, არანაირ მონიტორინგს არ ვახორციელებდით, ხელოვნური მთა დაადგეს წყლის მილებს და ეს ყველაფერი მესამე პირების ბრალიაო. თითქოს ინდულგენციაა ეს ყველაფერი მათთვის, თითქოს იმის ბრალი არ იყოს, რომჯივიპი ჩაფლულია“ კორუფციაში და არ ახორციელებს არანაირ მონიტორინგს წყლის მილებზე. მით უმეტეს, ეს ამხელა მიწის მასა 1 დღეში ვერ მოგროვდებოდა იქ და დროში განგრძობადი პროცესი იყო, იმის მანიშნებელია, რომ ათასში ერთხელაც არ ატარებენ მონიტორინგს. შედეგად, 40 გრადუსადმე სიცხეში, ხალხი არის წყლის გარეშე. არც სახელმწიფო კონტროლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებზე და არც მონიტორინგი იმაზე, თუ ვინ სად ყრის ნაგავს და სად უქმნის საფრთხეს ამა თუ იმ სტრატეგიულ ობიექტებს. უკარგესი ქვეყანაა“.

„ეს კერძო კანტორა სად იყო, რას მიკეთებდა, მაგათ კუთვნილ წყალსადენს ვიღაც მიწას რომ აყრიდა? ამხელა მასა 1 დღეში და 2 დღეში არ დაეყრებოდა ზედ, მინიმუმ რამდენიმე თვე იყრებოდა. ჰოდა, 2 თვეში ერთხელ მაინც რომ შეემოწმებინა კერძო კომპანიას თავისივე კუთვნილი მაგისტრალის მდგომარეობა, დღეს ამ ტ***ში არ ვიქნებოდით. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ბრალიცაა, ვიღაც სირბანჯოები სადაც უნდა ნაგავს რომ ყრიან, მაგრამჯივიპის“ ბრალიცაა გულგრილობა: ქალაქის უზარმაზარი არტერიაა და 1 კამერა გაიმეტეთ როგორმე ან თვეში ერთხელ 1 კაცი ყარაული ჩამოატარეთ, ვინიცობა რას ნახავს, როგორაა საქმეები!“

„ამხელა მიწის მასას რომ აყრიდა ვიღაცა ქალაქის მასიცოცხლებელ მაგისტრალურ წყალსადენს, თქვენი კომპანია სად იყო? მაგისტრალური წყალსადენის მდგომარეობას რატომ არავინ ამონიტორებდა? ქალაქის არტერიაა ბოლო-ბოლო. ესე იგი, არც კამერები ეყენა, არც არავინ ამოწმებდა რა და როგორ. კვირაში ერთხელ ვასილა-ყარაული ჩამოგეტარებინათ მაინც იმ ადგილას და გაცხადდებოდა ყველაფერი“, - წერენ სოციალურ ქსელში.

Gami ოთხი დღეა გაიძახიან: " მესამე მხარე, მესამე მხარე"... პირველი და მეორე მხარე ვინ არიან? სირები! სტრატეგიული კომპანია რატომ უნდა იყოს კერძო საკუთრებაში?
1 კვირის უკან