მაკრონი მიდის?

მაკრონი მიდის?

რისი იმედი აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს პარლამენტის დათხოვნით? Euronew-მა აღნიშნული კითხვა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსებს დაუსვა.

სამ კვირაში საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ულტრამემარჯვენე ეროვნულმა მიტინგმა საფრანგეთში ევროპის არჩევნებში გაიმარჯვა.

მაკრონის რენესანსის პარტიას მხარი ამომრჩეველთა 14,5%-ზე მეტმა დაუჭირა. ნაციონალისტებ - 31%-ზე მეტმა. რისი იმედი აქვს მაკრონს პარლამენტის დათხოვნით?

ერიკ მორისი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი:

ეს საშუალებას მისცემს ემანუელ მაკრონს აირიდოს, ან მინიმუმ, შეეცადოს თავიდან აიცილოს სამი წლის პოლიტიკური უძლურება, არასტაბილურობა და გაურკვევლობა. როგორც მან განაცხადა, ჩვენ გვჭირდება მკაფიო არჩევანი და შესაძლოა ეს მკაფიო არჩევანი მის წინააღმდეგ გამოდგეს. შესაძლოა, ამ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები“ უმრავლესობაში მოვიდნენ და ცხადია, ეს პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ საფრანგეთს, არამედ ევროკავშირს“, - აღნიშნა ერიკ მორისმა.

ეროვნულმა კავშირმა პარლამენტის დათხოვნა მოითხოვა. თუმცა, თავად ულტრამემარჯვენე პარტიაში ცოტას სჯეროდა, რომ მაკრონი დათანხმდებოდა ამას. ბევრი ანალიტიკოსი მაკრონის სტრატეგიას სარისკოს უწოდებს, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ასეთი ნაბიჯები არა მხოლოდ საფრანგეთში იდგმება.

სოფია რასაკი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი:

„ექსტრემალური მემარჯვენეები მუდმივად აღნიშნავდნენ ამ კავშირს არჩევნებამდე დებატებში. სწორედ მათ მოითხოვეს ვადამდელი არჩევნები, თუ მოიპოვებდნენ მანდატების უმრავლესობას ევროპარლამენტში. მართლაც საშიშია, რადგან აქ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება არ იყოს საერთო საფრანგეთის პოლიტიკასთან“.

ცნობისთვის, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს არის ჩანიშნული. მეორე 7 ივლისს. ამრიგად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა რენესანსის პარტია პოზიციის გაუმჯობესებას და მაკრონი წარმატებით დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას თუ არა.

trampi მოუსავლეთშიც წასულა
6 თვის უკან