მესი განმარტავს, რატომ არ ითამაშებს არგენტინის ნაკრებში 2024 წლის ოლიმპიადაზე

მესი განმარტავს, რატომ არ ითამაშებს არგენტინის ნაკრებში 2024 წლის ოლიმპიადაზე

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს მონაწილეობას 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში პარიზში.

„ძნელია ოლიმპიადაზე ფიქრი ახლა, რადგან ჩვენ ამერიკის თასისთვის ვემზადებთ. ზედიზედ ორი-სამი თვე იქნება, როცა კლუბში არ ვიქნები და მით უმეტეს, არ ვარ იმ ასაკში, რომ ყველგან ვითამაშო.

ფრთხილად უნდა ავირჩიო და ზედიზედ ორ ტურნირზე თამაში ზედმეტი იქნება. ძალიან გამიმართლა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ვითამაშე და მოვიგე. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება საფეხბურთო დონეზე“, - ციტირებს მესის სიტყვებს ESPN.

ამერიკის თასი აშშ-ში 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი - 24 ივლისიდან 10 აგვისტომდე.