იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „ოლიმპია მილანო“ დაწინაურდა. ეტორე მესინას მომზადებულმა გუნდმა „ვირტუს ბოლონიას“ 3-ქულიანი სხვაობით 81-78 აჯობა.
აღნიშნულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ 32 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სერიაში „ოლიმპია მილანი“ 2-1-ს იგებს, მეოთხე მატჩი კი 13 ივნისს კვლავ მილანში გაიმართება. ფინალური სერია რომელიმე გუნდის სამ მოგებამდე გაგრძელდება.