"ვალენსიამ" ახალი მეკარე დაიმატა

„ვალენსიამ“ ახალი მეკარე იყიდა - სტოლე დიმიტრიევსკი. ჩრდილომაკედონიელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

დიმიტრიევსკიმ „ღამურებთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ამბავი გუნდიდან გიორგი მამარდაშვილის წასვლის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

თუმცა, უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი კარიერას, რადგან ბრიტანული მედიის ცნობით, „ნიუკასლმა“, რომელიც მთავარი კანდიდატი იყო, უარი თქვა მამარდაშვილის ყიდვაზე მაღალი ფასის გამო და არჩევანი ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერა.

აქვე გეტყვით, რომ სტოლე დიმიტრიევსკის „კადისში“, „გრანადაში“, „ხიმნასტიკსა“ და „რაიო ვალეკანოში“ აქვს ნათამაშები. ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარეს მადრიდულ გუნდში 186 მატჩი ჩაუტარებია.