პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: „რონალდუ შეპყრობილია იდეით საუკეთესო იყოს, ეს გადამდებია“

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: „რონალდუ შეპყრობილია იდეით საუკეთესო იყოს, ეს გადამდებია“

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ეროვნული ნაკრების 39 წლის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„ბევრმა მოთამაშემ ვერ მიაღწია იმას, რასაც მან. ის მრავალი თვალსაზრისით სამაგალითოა. ასევე სერიოზული მიღწევაა იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში.

რაც ყოველთვის მაკვირვებს კრიშტიანუში, არის ის, თუ როგორ ეწინააღმდეგება ის თავის ასაკს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ მე და ჩემი კოლეგები გაოცებულები ვართ, რომ მოთამაშე, რომელმაც უკვე მიაღწია ყველაფერს და რომელსაც შეუძლია ვარჯიშის დროს დატვირთვა თავად მოახდინოს, გამარჯვების სურვილით არის მოტივირებული. ის შეპყრობილია იდეით საუკეთესო იყოსდა ეს გადამდებია.

ნაკრებში მისული ახალგაზრდა ფეხბურთელები ხედავენ ადამიანს, მოთამაშეს და კერპს, რომელსაც უყურებდნენ. მისი საქციელი ეწინააღმდეგება აღწერას და არის ის, რასაც პორტუგალია უნდა აფასებდეს.

თუ პეპეს და რონალდუს მსგავსი ფეხბურთელები მაგალითს და გამოცდილებას გადასცემენ, ისინი მომავალ თაობებს უკეთესს გახდიან“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური მარტინესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის F ჯგუფში პორტუგალიელები საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.