იტალიის სერია A-ს ფინალური სერიის პირველ მატჩში „ვირტუს ბოლონია“ შინ „ოლიმპია მილანოსთან“ დამარცხდა და მოედნის უპირატესობაც დაკარგა.
„ბოლონიამ“ პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედი კატასტროფულად ჩაატარა, რომელიც 14 ქულით წააგო და ჩამორჩა. ბოლო პერიოდში ლუკა ბანკის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და ოვერ-ტაიმი დაინიშნა, სადაც მაინც მილანელებმა მოიგეს, საბოლოოდ, 86:75.
თორნიკე შენგელიამ 38 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
სერიის მეორე მატჩი 8 ივნისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება.