იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "კონტე კვარასთან ისაუბრებს, შემდეგ გადაწყვეტილება ფეხბურთელზე იქნება"

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ განაცხადა, რომ ანტონიო კონტეს არ სურს ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგა, ამიტომ, მასთან პირადად ისაუბრებს.

როგორც მარკეტიმ აღნიშნა, სწორედ იტალიელ მწვრთნელთან დიალოგის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ფეხბურთელზე იქნება:

„თუ ერთი მხრივ კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, მეორე მხრივ პსჟ-ს ინტერესმა დე ლაურენტისის კლუბი შეაშინოს, რადგან ფრანგული კლუბი თუ ტრანსფერში ძლიერად მოქმედებას გადაწყეტს, „ნაპოლის“ მანევრირების ადგილი შეუმცირდება.

ამიტომ, კლუბმა თავი უნდა დაიცვას ამ ტიპის სიტუაციისგან, რადგან კონტემ გამოთქვა სურვილი, რომ იმუშაოს ქართველ ფეხბურთელთან, რომელსაც მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს. გასაგებია, რომ როდესაც ფეხბურთელში 100 მილიონს გთავაზობენ, ამაზე უნდა იფიქრო. კონტეს არ უნდა კვარას გაყიდვა, ის მასთან ისაუბრებს, შემდეგ აგენტთან და საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ფეხბურთელი მიიღებს“, - თქვა მარკეტიმ.