ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი დღეს ოფიციალურად გააფორმა. კონტე „ნაპოლის“ 2027 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.
კონტეს, როგორც მწვრთნელს რამდენჯერმე აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი - „იუვენტუსთან“ და „ინტერთან“, ასევე გახდა პრემიერ-ლიგის გამარჯვებული „ჩელსისთან“.