"ნიუკასლმა" მამარდაშვილზე "ვალენსიას" შეთავაზება გაუკეთა

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირება „ნიუკასლ იუნაიტედს“ სურს.

ესპანური მედიის ცნობით, „ჯორდებმა“ „ვალენსიას“ 41 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს და ახლა კლუბის პრეზიდენტის, პეტერ ლიმის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას.

ზოგადად, ტრანსფერის შანსი ძალიან მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც ევროტურნირებზე გამოვა, „ნიუკასლი“ კი, მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 100 მატჩი ჩაატარა. მას ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.