„მეცის“ ფან-გვერდი Team Grenat-ი გიორგი მიქაუტაძეს უკვე დაემშვიდობა და მას მადლობა გადაუხადეს.
ჯერ არ არის მიქაუტაძის წასვლა გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია - „მეცში“ არ დარჩება. ამიტომაც, მათ გადაწყვიტეს, რომ გიორგისთვის მადლობა გადაეხადათ.
„შენ ნამდვილად იქნები ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე. რამდენიმე თაობის გულშემატკივარს შენი ნიჭით და შეუპოვრობით ბოლომდე ოცნების უფლება მიეცი. კარიერის ბოლომდე საუკეთესოს გისურვებთ, მადლობა ჟორჟ“, - წერს Team Grenat-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ 2023-2024 წლების სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. რომ არა ქართველი შემტევი, „მეცი“ ლიგა 1-დან გაცილებით ადრე გავარდებოდა.
ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, კარიერას უფრო ძლიერ ფრანგულ გუნდში გააგრძელებს, ყველაზე ხშირად „ლიონის“ და „მონაკოს“ შესახებ საუბრობენ.