მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდთან“ მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი არის მთავარი და თან, ყველაზე სახიფათო თამაში.
„რეალს“ რაღაც განსაკუთრებული აქვს, რაც მატჩის ბოლო წუთებზე ხდება, შემთხვევითობა არ არის. ისტორია, ტრადიცია, ხასიათი, ხარისხი და როდესაც რაღაც ასე ხშირად ხდება, ეს უკვე შემთხვევითობა არაა.
ინ იქნება მეკარე? კურტუა ითამაშებს, ლუნინი სკამზე იქნება. გვექნება ემოციები, ნერვიულობა, შიშიც, მაგრამ შიში საქმის კარგად გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემმა გუნდმა ამ სეზონში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: ხარისხი და თავგანწირვა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი და ასევე, ყველაზე სახიფათო თამაშია. მთავარია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ შემდეგ გიჩნდება ფინალის წაგების შიში, ამიტომ, ფინალით მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „რეალის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.