„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „სენტ ეტიენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეცდებიან, რომ საკუთარ მოედანზე მიაღწიონ სასურველ შედეგს.
გიორგის პირველ ტაიმში ფეხებში ჩაარტყეს, როგორც თავად თქვა, ეტკინა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს.
„ბურთი ვერ დავიჭირეთ, კონტრშეტევაზე ვთამაშობდით. მათ გულშემატკივრებისგან დიდი მუხტი ჰქონდათ, მეორედ ანგარიშის გათანაბრება ვერ შევძელით. არ მგონია, რომ მონდომება გვაკლდა. ასეთ მატჩებში ფეხბურთელებს თამაში გვინდა. ყველას გვინდოდა აქ დადებითი შედეგის მიღწევა, რათა საპასუხო მატჩს სხვაგვარად შევხვედროდით, მაგრამ არ იყო მონდომების ნაკლებობა. ვცდილობდი, რაც შემეძლო გამეკეთებინა. მქონდა პირველ ტაიმში მომენტი, როცა ბურთი ძელს მოხვდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება.
„სენტ ეტიენს“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, რომ კარგად თამაში შეეძლო. „სენტ ეტიენის“ ფანების სტვენა? ნორმალურია, ეს არ მაწუხებდა, ისე იყო, როგორც შარშან აქ თამაშის დროს.
ფეხი მეტკინა, მაგრამ არა უშავს. ახლა კარგად ვარ და კვირის მატჩისთვის მოვემზადებით. სახლში თამაში უპირატესობაა, გვინდოდა აქ უკეთესი შედეგის მიღწევა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და ახლა, გოლების გატანა საკუთარ მოედანზე მოგვიწევს“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მეცის“ და „სენტ ეტიენის“ საპასუხო მატჩი 2 ივნისს გაიმართება. გიორგი მიქაუტაძეს "მეცის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.