დეშამმა მედიის მხრიდან მბაპეს მიმართ გაზრდილ ყურადღებაზე ისაუბრა

დეშამმა მედიის მხრიდან მბაპეს მიმართ გაზრდილ ყურადღებაზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პსჟ-ის თავდამსხმელის კილიან მბაპეს მიმართ გაზრდილ ყურადღებაზე ისაუბრა.

„გასაგებია რაც ხდება საკლუბო დონეზე, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში კონტექსტი განსხვავებულია. კილიანი ყოველთვის იყო გუნდის პროექტის ნაწილი. ცხადია, მას აქვს პასუხისმგებლობა თავის კლუბში, მაგრამ ეროვნულ გუნდშიც იგივეა, თუ მეტი არა.

მესმის, რომ გუნდის გარეთ, მედიაში, როცა საქმე გადაწყვეტილებას ეხება, მას დიდი ყურადღება ექცევა. კილიანი ყოველდღიურად დიდ ყურადღებას იპყრობს და ეს კარგია, რადგან ეს კილიანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა“, - ციტირებს დეშამის სიტყვებს AS.

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფორვარდი კილიან მბაპე კლუბს კონტრაქტის დასრულების შემდეგ 2024 წლის ზაფხულში დატოვებს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადავა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.