სპალეტიმ იტალიის ნაკრებში ინტერის ფეხბურთელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიზე“, ასევე იტალიის ნაკრებზე ისაუბრა.
„სკუდეტოს „ნაპოლი“? ბევრი რამ ჰქონდა და ახლაც ჰყავთ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები. გარდა ამისა, ფეხბურთზე შეყვარებული ქალაქი გვყავდა, ასევე საფეხბურთო ლეგენდებიც ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ მოგცენ ემოცია და მუხტი, მაგალითად, ახლა ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ლეგენდებიც მიმყავს. ნეაპოლში ასეთი ერთი გვყავდა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არც იყო, მაგრამ მასთან ერთად ყოველდღე ვცხოვრობდით: ეს დიეგო მარადონაა.
იტალიის ნაკრები ჩემი კარიერის ყველაზე რთული გამოწვევაა? რა თქმა უნდა. ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ „ინტერის“ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში, რადგან როცა ერთი გუნდიდან ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ეს დანარჩენებსაც უადვილებს საქმეს. აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო, როცა ნაკრებში მხოლოდ „იუვენტუსის“, „ინტერის“, „მილანის“ და მაქსიმუმ „რომას“ ფეხბურთელები იყვნენ, ახლა სხვა გუნდებიდანაც გვყავს ფეხბურთელები, „ბოლონიადან“, „ჯენოადან“, ამიტომ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ერთი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი იყოს ეროვნულ ნაკრებში და კიდევ კარგი, რომ „ინტერში“ მაინც სჯერათ იტალიელი ფეხბურთელების შესაძლებლობების“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრები ალბანეთის, ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.