საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 39 წლის პორტუგალიელისთვის ეს პირველი სრული სეზონი გახლდათ ახალ ქვეყანაში.
გავეცნოთ კრიშტიანუს სტატისტიკას საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო სეზონში.
მატჩები: 31.
გოლები: 35.
ასისტები: 11.
წუთი მოედანზე: 2648 (მაქსიმალური დროის 87%).
ყვითელი ბარათები: 2.
ზაფხულში რონალდუ ევროპის მეექვსე ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში იასპარეზებს. პორტუგალიელები ევრო 2024-ის F ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან, თურქებთან და ჩეხებთან ერთად.