მადრიდის „რეალმა

მადრიდის „რეალმა" ემოციურად დაუჭირა მხარი ნადალს „როლან გაროსის“ სტარტზე გავარდნის შემდეგ

მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა გუნდის გულშემატკივრის და ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

ნადალი „როლან გაროსის“ პირველ წრეში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა (3:6, 6:7 (5:7), 3:6.

ტურნირის 14-გზის გამარჯვებული პირველ წრეში შეჯიბრს კარიერაში პირველად გამოეთიშა.

„შენ ყოველთვის შესანიშნავი მაგალითი ხარ ჩვენთვის კორტზე და მის ფარგლებს გარეთ, ძვირფასო რაფაელ. მადრიდისტები ძალიან ამაყობენ შენნაირი ლეგენდარული სპორტსმენით. ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიქნებით, ყველა განსაცდელში. წინ რაფა! - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.