„მილანის“ მთავარ მწვრთნელად პაულუ ფონსეკა დაინიშნება. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
პორტუგალიელი სპეციალისტი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც ცნობილი გახდა. ფონსეკა კონტრაქტს ხელს მომდევნო კვირაში მოაწერს და სტეფანო პიოლის შეცვლის.
პაულუ ფონსეკას იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც 2019-2021 წლებში „რომას“ თავკაცობდა. მას ასევე უმუშავია „ავეშში“, „პასუშ ფერეირაში“, „ბრაგაში“, „პორტუში“ და „შახტარში“, ხოლო 2022 წლიდან „ლილის“ მთავარი მწვრთნელია.