ნათქვამია: “ამ ქვეყნად ბევრ რამეს ეშველება, მხოლოდ უნიჭოობას არა აქვს საშველიო“ – სწორედ ასეა, მომღერალ კრისტინა აგილერას საქმე. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველო არ არის და ყველა ფსევდომომღერალს ამერიკაში არ აძლევენ შტატების ნაციონალური ჰიმნის შესრულების უფლებას. თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისი კრისტინა აგილერას სახით მაინც დაუშვეს. აგილერა ერთ–ერთი საფეხბურთო მატჩის წინ, ამერიკის ჰიმნის შემსრულებლად მოგვევლინა.
ამერიკელებმა გამონაკლისი კი დაუშვეს, მაგრამ რად გინდა?!... ხეზე ვერშემჯდარი მწყერისა არ იყოს, კრისტინამ ეს პატივი ვერ შეირგო და ჰიმნი საკმაოდ დიდი ტექსტობრივი თუ მუსიკალური შეცდომებით შეასრულა, რამაც ძალზედ გააბრაზა ამერიკის პურიტანული საზოგადოება.
ამერიკელები უპირველესად იმან გაანაწყენა, რომ კრისტინა აგილერას მსგავს რბილად რომ ვთქვათ, უნიჭოს მისცეს ჰიმნის სიმღერის უფლება. და ამ რისკმა რომ ვერ გაამართლა, ხომ საერთოდ, სრულიად ამერიკა აღშფოთებამ მოიცვა.
თანდართულ ვიდეოში ნახეთ, (მოისმინეთ) აგილერას მიერ შესრულებული ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ქვეყნის მართვის სადავეებისა არ იყოს, ამ ქვეყნად მიკროფონიც ბევრს არ უნდა ეჭიროს ხელში.