იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეცია“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 103:89 დაამარცხა და დაწინაურდა.
მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც ბოლონიელებმა ადვილად, 17:3 მოიგეს, მაგრამ თამაშის ასე მარტივად მოგება არ გამოუვიდათ.
თორნიკე შენგელიამ 30 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 26 მაისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება.