„ვარჰეის განცახდება თავის მართლებას უფრო ჰგავდა... კობახიძეს ჰქონდა სწორედ ის აღქმა, რაც უთხრეს“

„ვარჰეის განცახდება თავის მართლებას უფრო ჰგავდა... კობახიძეს ჰქონდა სწორედ ის აღქმა, რაც უთხრეს“

აღიარება თუ თავის მართლება? - როგორ გაიგეს თბილისში ევროკიმისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებული განმარტება ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრზე? მმართველი გუნდისთვის ეს აღიარებაა და დეტალებზე საუბრის მიუხედავად, „ოცნების“ პოზიცია უცვლელია. მიიჩნევენ, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ნათქვამი მუქარასთან ერთად შანტაჟსაც შეიცავდა.

ოლივერ ვარჰეიმ 23 მაისს გამოქვეყნებულ განცახდებაში თავად თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოზე თავადსხმა მან უხსენა, თუმცა ევროკომისარმა წუხილი გამოთქვა, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ოლივერ ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის პრემიერის ტრაგიკული შემთხვევა ირაკლი კობახიძესთან იმის მაგალითად იქნა მოყვანილი, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ - თუნდაც ევროპაში.

ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, პრემიერის მიერ სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გახდა ცნობილი. მთავრობის მეთაურმა ევროკომისართან დიალოგის შინაარსი ვინაობის დასახელების გარეშე გაასაჯაროვა. ირაკლი კობახიძის განცახდებით, სატელეფონო კავშირის დროს ითქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელი პოლიტიკოსები გარკვეული ზომებს მიიღებდნენ, ამავე კონტექსტში კი ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმაც“ ახსენა. სწორედ ამ მაგალითის დასახელება აღიქვა მთვარობის მეთაურმა მუქარად.

რაც შეეხება რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, თავდასხმა ქალაქ ჰანდლოვის ცენტრში 15 მაისს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას 5 ჭრილობა მიაყენეს. ბოლო 20 წელიწადში რობერტ ფიცოს შემთხვევა პირველი სერიოზული თავდასხმაა ევროპის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერზე. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მომხდარმა სლოვაკეთის საზოგადოებაში არსებული განხეთქილებისა და პოლარიზების სიმძაფრე აჩვენა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიცო უკრაინისთვის დახმარების გაწევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ის ომის მოლაპარაკების გზით დასრულების მომხრე იყო. მასზე თავდამსხმელმა მწერალმა მკვლელობის მცდელობის მოტივად სწორედ მისი უკრაინის მიმართ წარმოებული პოლიტიკა დაასახელა.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზუსტად ის გაიგო ირაკლი კობახიძემ, რაც უთხრა ვარჰეიმ.

„ეს იყო ყოვლად არაადეკვატური, არაობიექტური ნათქვამი. თავად ვარჰეიმ აღიარა, რომ ამ შინაარსის საუბარი კობახიძესთან ნამდვილად ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს აღიქმებოდა, როგორც მუქარა. ეს იყო იგივე მუქარა, როცა ელცინი შევარდნაძეს კიდევ ერთი ტერაქტით დაემუქრა. მან შევარდნაძეს უთხრა, რომ ისეთი პროექტები გაქვთ, ნავთობსადენები და სხვები, არა არის გასაკვირი კიდევ მოხდეს ასეთი რამო. ეს ყველაფერი კი ჩემი თანდასწრებით უთხრა. აქაც ზუსტად იგივეა, როცა კობახიძეს ეუბნება ვარჰეი, რომ ამით შენ გადგება პირადად ხიფათი და იცოდეო. ეს არის ყოვლად მიუღებელი რამ. ჩვენს თვალწინ სრულიად აბსურდული და ირაციონალური რეაგირება ხდება დასავლეთის მხრიდან ამ კანონზე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ პატარა ქვეყანაში ნულოვანი ეკონომიკით, ამ კანონის მიღებით, თითქოს მთელი დასავლეთის ბედი წყდება“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, მსოფლიოში და ევროპაში გეოპოლიტიკური ბალანსი იცვლება და ეს კანონი უბრალოდ მიზეზია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი პოლიტიკა გააპროტესტონ.

„გვახსოვს საფრანგეთში მაკრონის მიერ შეტანილმა კანონმა როგორი ეკონომიკური შოკი გამოიწვია და ვხედავდით ყვითელჟილეტიანი ადამიანების დაუსრულებელ აქციებს. რომელიმე ევროკავშირის ევროკომისარი გამოსულა და უთქვამს ამაზე, რომ მაკრონმა უკან უნდა წაიღოს ეს კანონი თუ არადა ფიზიკური საფრთხე ემუქრებაო? ამიტომ აქ არის ძალიან სერიოზული ქვედა დინებები, რაზეც კობახიძეს ჰქონდა სწორედ ის აღქმა, რაც უთხრეს“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ვარჰეის განცხადება თავის მართლებას უფრო ჰგავდა, ვიდრე კობახიძის ტყუილში მხილებას. რეალურად კი ამით დაადასტურა ის, რომ პრემიერი მართალი იყო და მისი ნათქვამი მუქარას შეიცავდა.

„როცა ქვეყნაში საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, მიტინგებს ატარებს, ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, ამაზე უფრო აბსურდული მართლა ყოვლისმნახველ ადამიანს არაფერი მინახია. წარმოუდგენელია ასე ჩაჟინება კანონზე, რომელიც თავად ევროპის არაერთ ქვეყანას აქვს და ამერიკა ამას წლებია იყენებს. ეს არის დიდი გეოპოლიტიკური თამაში, სადაც ჩვენს ხელისუფლებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების უფლებას არ აძლევენ“, - ამბობს მამარაძე.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სათნ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ რეალური საფრთხე რომ არსებობს, ფაქტია. კიკნაძე აცხადებს, რომ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას კობახიძემ ამაზე განაცხადა კიდეც.

„ვხედავთ პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომში სრულიად სხვა პოზიციებს ინარჩუნებენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ, რეალური საფრთხე გაჩნდა, ტრამპიც კი ამაზე საუბრობს. ფიზიკური განადგურების საფრთხე ნამდვილად არსებობს, ვარჰეიმ გააფრთხილა კობახიძე, რომ ამის ალბათობის წინაშე შენც დგახარო. არაფერი მიკიბულ - მოკიბული მას არ უთქვამს, პრდაპირ თქვა, რომ რაც მოუვიდა პრემიერ ფიცოს, იგივე მოგივა შენცო - ამაზე პირდაპირ რაღა უნდა ეთქვა! უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგს, ამიტომ საფრთხეში არიან ამ ქვეყნის ლიდერები. ის კატაკლიზმები და რყევები, რაც ჩვენთან მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ეს ერთი თვე, შემთხვევითი არ არის. ეს მხოლოდ ადგილობრივი ძალების მიერ არ არის ორგანიზებული. ბუნებრივია, ეს ხალხი ფინანსდება და მოქმედებს ქვეყნის გარედან გაწერილი გეგმებით. ამიტომ ამ საფრთხეზე სიცილი და ვიღაცების ხუმრობა, ვითომ კობახიძემ ეს ამბავი გამოიგონა, არ გამართლდა. ვარჰეიმ თავად დაადასტურა და ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა უნდათ?!“, - ამბობს კიკნაძე.

ლაზი არც უარყვია იმ კაცს, არ მითქვამსო. კი, ეგრე ვუთხარიო, მაგრამო და მერე კონტექსტები და რაღაცებიო. ეგ უკვე ფორმალური თავის მართლებაა. აბა, იმას ხომ არ იტყვის, კობახიძეზე ნამდვილად თავდასხმა მზადდება და გავაფრთხილეო. რეალურად ეს იყო შედარება, შენნაირად ურჩ პრემიერს რაც დაემართა ხომ ხედავ, ამიტომ ჭკუით იყავიო.
ბორელს არ მოეწონა ვარჰეის ნათქვამის ფორმა და შენიშვნა მისცა, ასე ხისტად არა, რბილად ილაპარაკეთო.
ეგრა ნუ იქცევითო კი არა, რბილად ილაპარაკეთო.
არადა, თქმის ფორმა კი არა, შინაარსია მთავარი. იცის ეს ქართველმა ხალხმა.
ბორელებმა, ენის სირბილით ან სიტკბილით, ქართველს რა უნდა მოატყოს. ეყოფათ ვისაც ატყუებენ.
6 თვის უკან